რუსთავში წინასაახალწლო სამზადისი მიმდინარეობს, სადაც ქალაქის მთავარი ნაძვის ხისა და საახალწლო ილუმინაციების ანთებას 25 დეკემბრისთვის გეგმავენ.
საახალწლო სოფელი რუსთავში ახლად რეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სკვერში მოეწყობა, სადაც სადღესასწაულო ღონისძიებები ოთხი დღის განმავლობაში, 30 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით გაიწერა.