თბილისის ქუჩები შავ-თეთრად - Black & White Gallery-ში ფოტოგრაფ ირაკლი გიორგაძის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე ფირის კამერით გადაღებული ფოტონიმუშებია წარმოდგენილი, რომელსაც ხელოვანი საკუთარ სპეციალურად მოწყობილ ლაბორატორიაში ბეჭდავს.
ირაკლი გიორგაძის პერსონალური გამოფენის დათვალიერება სტუმრებს 3 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.