20 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სოფლებში სწრაფი ინტერნეტკავშირის დანერგვისთვის ინვესტიციას დებს

ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სოფლებში სწრაფი ინტერნეტ კავშირის დანერგვისთვის ინვესტიციას დებენ. საუბარია 34 მილიონი ევროს მოცულობის პროექტზე.

"ჩვენ ვგეგმავთ, საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ადმინისტრაციული ცენტრებიდან შორს მდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ ოჯახებს, მივცეთ წვდომა სწრაფ და საიმედო ინტერნეტ კავშირზე. ეს ინიციატივა სასარგებლო იქნება ბავშვებისათვის, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა დისტანციურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, ზრდასრულებისთვის, რომლებიც შეძლებენ სამუშაოს მოძიებას ან სერვისებზე წვდომას, სოფლის მეურნეობის მოდერნიზებისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საშუალება საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს შორის არსებული განსხვავების დასაძლევად.

ამ ძალისხმევას დაემატება ჩვენი ახალი დიგიტალიზაციის პროგრამა, რომლის მიზანია ადამიანებისა და ბიზნესების ციფრული უნარ-ჩვევების გაძლიერება. ამ ინიციატივიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების უზრუნველსაყოფად,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

პროექტის განხორციელების შემდეგ 500,000 ადამიანი 1000 სოფელში სწრაფი, საიმედო და ხელმისაწვდომი ინტერნეტით ისარგებლებს.

დღის ამბები