სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მუშაობის 2 წლის ანგარიში შეაჯამა.
სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 1 წლის განმავლობაში სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის შემუშავდა რეგულირების ახალი ინსტრუმენტები, გაფართოვდა და დაზუსტდა კლინიკების სანებართვო პირობები.
საანგარიშო პერიოდში საბჭომ 158 საქმეზე და 308 ექიმის პასუხისმგებლობაზე იმსჯელა - მათგან 276 ექიმს პროფესიული საქმიანობა სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.