საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 4 მილიონი ლარია. პროექტი 2 წელიწადში დასრულდება და ხობს ახალი სარეკრეაციო სივრცე ექნება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილის თქმით, ხობში მიმდინარე აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა სარეკრეაციო ასევე გასართობი სივრცეები, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ხობში ცხოვრებას. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სივრცეები, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.