19 დეკემბერს პარიზში საბავშვო ევროვიზიაზე ნიკო ქაჯაია, მეორე ნომრად წარდგება. ხმის მიცემა უკვე დღეიდან, თბილისის დროით, 23:00 საათიდან არის შესაძლებელი ვებგვერდზე junioreurovision.tv/story/vote-jesc-2021
როგორია ხმის მიცემის პრინციპი: ვებგვერდზე ირჩევთ საქართველოს და კიდევ ორ ქვეყანას. ხმის მიცემა გაგრძელდება ორი დღე. 19 დეკემბერს კი 15 წუთით განახლდება, მას შემდეგ, რაც კონკურსანტები თავიანთ გამოსვლებს დაასრულებენ.