20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
ლომბარდის დაზარალებულებსა და "საქართველოს ბანკს" შორის, "კურიერის" რეპორტაჟების შემდეგ შეთანხმება შედგა​ - შეძლებს თუ არა 7 ათასამდე მოქალაქე ნივთების დაბრუნებას

"კურიერში“ გასული რეპორტაჟების შემდეგ, ლომბარდ "მ ფინანსის“ დაზარალებულების დიდმა ნაწილმა პრობლემის მოგვარების პირობა მიიღო. "საქართველოს ბანკმა" დაზარალებულების ინტერესი გაითვალისწინა და მათ სახელშეკრულებო პირობების უცვლელად დატოვებას დაპირდა.

თაღლითობის სავარაუდო სქემაზე გამოძიება მითვისების მუხლით გრძელდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გაკოტრებული ლომბარდის, "მ ფინანსის" მფლობელმა 7 ათასამდე მომხმარებლის 11 ათასი ოქროს ნივთი ბანკში ჩადო და გაიქცა. ლომბარდის ვებგვერდზე კი, მომხმარებლებს ნივთების კოდები და შეტყობინება დაუტოვა, რომ საკუთრება თავად ეძებონ.

ლომბარდისგან დაზარალებულების გარკვეული ნაწილი საკუთარ ნივთს საერთოდ ვერ პოულობს. დაკარგულია "მ-ფინანსის“ რამდენიმე მომხმარებლის სალომბარდე ხელშეკრულებაც.

გამოძიება გრძელდება, ჯერ უცნობია, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. "კურიერის" ინფორმაციით, "მ ფინანსის" მფლობელმა ბესიკ მაჩიტიძემ საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა და რუსეთში იმყოფება.

დღის ამბები