20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
შემოვიდა თუ არა საქართველოში "ომიკრონის" შტამი - ვირუსის ათამდე საეჭვო ნიმუშს ამ დრომდე სწავლობენ 

დაავადებათა კონტროლის ცენტრში კორონავირუსის ახალი - "ომიკრონ" შტამის შემთხვევებს იკვლევენ. დადასტურებით ცნობილია, რომ 10 საეჭვო შემთხვევა, ქვეტიპი დელტა ვირუსი არ არის. სწრაფად გადამდები ახალი შტამის თავიდან აცილების ერთადერთი გზა კი, სპეციალისტებისთვის იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებაა.

როგორც ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, თუ "ომიკრონი" საზღვრებს შიგნით დაფიქსირდება, ვირუსთან ბრძოლისთვის კლინიკური სექტორი მზადაა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, "ომიკრონის" გავრცელების შემთხვევაში სხვა ქვეყნების პრაქტიკაც იქნება გათვალისწინებული.

საფრთხეზე საუბრობენ იმ კლინიკებში, სადაც რეანიმაციული განყოფილებები კოვიდინფიცირებული პაციენტებით დიდი ხანია გადატვირთულია, თუმცა ამბობენ, რომ საჭიროების მიხედვით, მიღების პრობლემა ჯერჯერობით არ არის. ექიმების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალი შტამის კლინიკური მიმდინარეობა მძიმე არ არის, ვირუსის ხასიათზე საუბარი მაინც ნაადრევია.

ახალი შტამი უკვე 80 მდე ქვეყანაშია გავრცელებული. სახელმწიფოები შეზღუდვების ახალ ეტაპს აწესებენ. დადასტურდება თუ არა "ომიკრონი" საქართველოში, კვლევების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 

დღის ამბები