თბილისში, "ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული ფორუმი" ჩატარდა.
შეხვედრაზე დევნილმა ახალგაზრდებმა, ექსპერტებმა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა იმ გამოწვევასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს, რომელთა იდენთიფიცირება საფუძვლად დაედება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სტრატეგიული დოკუმენტის შექმნას.
ასევე, შესაბამისი პროექტების განხორციელბას დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.