გაიმარჯვებს, თუ არა ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების კონკურსში - ევროპის მუზეუმების ფორუმი საუკეთესოს 2022 წლის მაისში დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს, სადაც ბოლნისის მუზეუმი ფინალურ ნომინანტად არის დასახელებული.
განახლებულ მუზეუმში კლასიკური სამუზეუმო მეთოდიკითა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით წარმოდგენილია რეგიონის ბიოკულტურული მრავალფეროვნების ისტორია და მისი კავშირი გლობალურ პროცესებთან.
ცნობისთვის: ბოლნისის მუზეუმი XXI საუკუნის რეგიონული მუზეუმის და ახალი ეკოსისტემის მოდელს წარმოადგენს. მუზეუმი მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტს აერთიანებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და ასევე, დროებითი საგამოფენო სივრცე. თანამედროვე ინფრასტრუქტურა ბოლნისის მუზეუმში საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, სამუზეუმო სივრცის გარდა მოეწყობილია ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, მედიათეკა, კაფე და მუზეუმის მაღაზია.