20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის, ის ერთგულად ემსახურა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებას - ირაკლი ღარიბაშვილი

ანსამბლ "ერისიონის" მთავარი დირიჟორის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, ჯემალ ჭკუასელმა მდიდარი შემოქმედება დაუტოვა ქართულ საზოგადოებას.

"დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი მომღერლისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო. მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა და არტისტმა, ჯემალ ჭკუასელმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად. იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინების, დაცვისა და განვითარების საქმეს.

ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, ანსამბლმა "ერისიონმა" მსოფლიოს გააცნო უნიკალური ქართული კულტურა და აღიარება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისათვის. მთელი გულით თანავუგრძნობ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული ფოლკლორი,"- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში. 

დღის ამბები