საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზურაბ აბაშიძის წიგნის - "ცივი ომი - მოგზაურობა დღევანდელ წარსულში" პრეზენტაციას უმასპინძლა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით დავით ზალკალიანმა მიმართა. აღნიშნა, რომ წიგნი კარგად ეხმიანება დღევანდელობას და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ვიცე-პრემიერმა ზურაბ აბაშიძეს წარმატებებიც უსურვა.
"ეს არის მართლაც კარგი საშუალება იმისთვის რომ ჩვენი დიპლომატები გაეცნონ, ღრმა ანალიზი, რომელიც არის დაფუძნებული ბატონი ზურას ფიქრებზე და მოსაზრებებზე. ასევე არის ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობისთვის და დიპლომატებისთვის. წიგნი არის ძალიან კარგი, სასარგებლო. შეიძლება ითქვას, რომ ერთ ამოსუნთქვაზე იკითხება,"- განაცხადა დავით ზალკანიანმა.
რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ცივი ომი დღესაც გრძელდება, წლების შემდეგ მან სახე იცვალა და განსხვავებული ფორმით და თვისებებით გაიდგა საზოგადოებაში ფეხი.
"ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, თუ როდის დასრულდა ცივი ომი. ბევრი ფიქრობს, რომ ბერლინის კედლის დაშლით დასრულდა ეს 45 წლიანი ეპოქა, სხვა ფიქრობს რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ დასრულდა საბოლოოდ. ჩემი აზრით ეს ეპოქა გრძელდება და ვირუსივით სახე იცვალა. ახალი შტამის მოევლინა კაცობრიობას,"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.