მხოლოდ უკრაინისა და ნატოს წევრების გადასაწყვეტია უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო უწყება რუსეთის განცხადებას. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერსის ოლეგ ნიკოლენკოს თანახმად, რუსეთის მიერ გაჩაღებული საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის შეზღუდვა და დასრულება კონტინენტზე უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პოზიციას იზიარებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც, რას საბჭოს 2021 წლის 16 დეკემბრის განცხადებით დასტურდება.