20 ნოემბერი 2024,   11:17
ვრცლად
თბილისის მერმა გლდანში მცხოვრებ 21 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადასცა

თბილისის მერის ინიციატივა მოქალაქეებისთვის ფართების დაკანონების შესახებ გრძელდება ამჯერად. ამჯერად კახა კალაძემ, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გლდანის რაიონში მცხოვრებ კიდევ 21 ოჯახს გადასცა. 

"გლდანის რაიონში 21 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადავეცით. ეს არის პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მოსახლეობას 2017 წელს დავპირდით და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, რომელთაც ანალოგიური პრობლემები აწუხებთ. მათ თავიანთი რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ და დაეხმარებიან საჭირო დოკუმენტების შეგროვებაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ქონება, რასაც ამ ადამიანებს გადავცემთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართებია და თანხობრივად რომ გადავიყვანოთ, 2 000-ზე მეტი ოჯახისთვის 300 მილიონზე მეტი ქონებაა გადაცემული,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები