06 მაისი 2024,   01:56
ვრცლად
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობს

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ყოველწლიური საახალწლო გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე სხვადასხვა პროდუქტები და ნივთებია წარმოდგენილი. ღონისძიება "ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს" ორგანიზებით იმართება, საიდანაც შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ღონისძიების ჩატარება პანდემიის მიუხედავად მაინც მოვახერხეთ, რა თქმა უნდა, რეგულაციების წესებით დაცვით. დღეს და ხვალ აქ იმართება გამოფენა გაყიდვა სხვადასხვა ნივთების, სხვადასხვა ქვეყნის პროდუქცია წარმოდგენილი,"- განაცხადა "ქალთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს" პრეზიდენტმა იოჰანა მიულმანმა.

დღის ამბები