20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
პრემიერი საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დასავლურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში.

"მინდა პროფესიული დღე მივულოცო საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან თავიანთ საქმეს, მუდამ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები და უდიდეს როლს ასრულებენ თანამედროვე, დასავლურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში. 
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს. სწორედ ეს ადამიანები არიან ჩვენი სახელმწიფოს უწყვეტი და ქმედითი ფუნქციონირების საყრდენი, ამიტომ მათი მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. 

2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასის 10-პროცენტიანი ზრდის გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ მომდევნო წლების ტენდენცია. 

ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია პროფესიული საჯარო მოხელე, როგორც ინსტიტუტი, მომავალში გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი და კონკურენტული. კიდევ ერთხელ ვულოცავ პროფესიულ დღეს თითოეულ საჯარო მოხელეს, ვუსურვებ წინსვლას და წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში,"-ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები