საქართველოში, ჯერჯერობით, კორონავირუსის ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. სპეციალისტების თქმით, ვინაიდან "ომიკრონს" სწრაფი გავრცელება ახასიათებს, შესაბამისად, მნიშნველოვანია ქვეყანა ახალ გამოწვევას მომზადებული დახვდეს.
ეპიდემიოლოგები ვირუსთან გასამკლავებლად ისევ რეკომენდაციების დაცვას და ვაქცინაციის პროცესში ჩართვას ითხოვენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორია საეჭვო ნიმუშების გამოკვლევას აგრძელებს.
"10-მდე შემთხვევას ჩვენ ვსწავლობდით, იქიდან დადგინდა "დელტა" და "დელტა+" ძირითადად. 2-ზე მიმდინარეობს კიდევ ღრმა ლაბორატორიული კვლევა, სადაც უფრო მეტი ეჭვი გვაქვს.
გრძელდება სტაბილიზაციისკენ სვლა ნელი ტემპით, რასაც ყოველდღიურად აღვნიშნავთ. მყარად გვაქვს ბოლო 1-2 კვირაა შემცირების ტენდენცია, დადებითობის მაჩვენებლის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალი რჩება გარდაცვალება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.