"საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს" ორგანიზებით, ყოველწლიური საახალწლო გამოფენა "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა. ტრადიციად ქცეულ, ორდღიან გამოფენაში მონაწილეობდნენ 16 საელჩო, ევროკავშირის დელეგაცია, NATO-ს ოფისი, ENDP და UNICEF.
წელს პირველად, გამოფენა-გაყიდვაზე აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა და დევნილი მეწარმეებიც იყვნენ წარმოდგენილი. ასევე, მონაწილეობდნენ 100-მდე ქართველი ხელოვანი და ავტორი, რომლებმაც სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს.
ორგანიზატორები საგამოფენო სივრცეში მოსულ სტუმარს თუ დამთვალიერებელს, ორი დღის განმავლობაში გამორჩეულ, ადგილობრივი და უცხოური წარმოების პროდუქტს, განსაკუთრებულ საკვებსა და საშობაო სეზონის თემატიკის საჩუქრებს, ნაკეთობებს სთავაზობდნენ. ყველა დაინტერესებულ პირს, კი შესაძლებლობა ჰქონდა ჩართულიყო ორგანიზაციის საქველმოქმედო აქტივობებში.