"აიდა ეზდი" - კავკასიურმა სახლმა იეზიდების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას უმასპინძლა. ეს დღესასწაული სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას აღნიშნავს.
დღესასწაულს წინუძღვის 3-დღიანი მარხვა მიცვალებულთა მოხსენიება. დღესვე ღონისძიების მონაწილეებმა ქურთი მეცნიერი, პუბლიცისტი და აღმოსავლეთმცოდნე - ქერიმ ანყოსი გაიხსენეს. მან მეოცე საუკუნის 70-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა ქურთულ ფოლკლორულ ანსამბლებს, კულტურის მოღვაწეთა საზოგადოებებს. გამოსცა ქურთული დედაენა და ქართულ-ქურთული სასაუბრო. ქერიმ ანყოსი ასევე იყო "საქართველოს ქურთ მოქალაქეთა საზოგადოების" და "საქართველოს იეზიდთა კავშირის დამფუძნებელი.