20 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
რამ გამოიწვია აფეთქება ვაზისუბანში - დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი

ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება, სავარაუდოდ, ბინაში დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სახლში შესულმა ბინის პატრონმა ნათურა აანთო, ის მომხდარის შედეგად დაშავდა და ამჟამად ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. 

დაშავებულის მდგომარეობის შესახებ განცხადება ექიმებს, ჯერჯერობით, არ გაუკეთებიათ, თუმცა ახლობლები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

დღის ამბები