"ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მისი ახლობლები დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავენ. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციასთან იპოვეს.
რამაზ გერლიანის ახლობლები საზოგადოებას თხოვენ რაიმე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ნომერზე 597146522.
ინფორმაცია გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამის შესახებ სალომე შავიანიძემ საკუთარ ფეისბუქზე სტატუსი დაწერა.
19 დეკემბერს გაუჩინარებამდე ფეისბუკზე სტატუსი დაწერა თავად რამაზ გერლიანმაც, სადაც ის პოლიციელს ზეწოლასა და ტერორში ადანაშაულებს.