გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში ახალგაზრდა მამაკაცი უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. თავდასხმის მოტივი უცნობია.