03 მაისი 2024,   03:16
ვრცლად
ჯემალ ჭკუასელს დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ

ჯემალ ჭკუასელს დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. საქართველოს სახალხო არტისტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1986 წლიდან იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი.

1997 წლიდან ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. 

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ლოტბარი და ქორეოგრაფი, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ამბები