20 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
ვის ადანაშაულებენ რამაზ გერლიანის დები ექსპერტის გაუჩინარებაში და რა გარემოებებზე საუბრობენ გამოძიებასთან

რამაზ გერლიანის საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები მთელი საქართველოს მაშტაბით გრძელდება. გერლიანს უკვე 36 საათია ეძებენ. ჩხრეკა ჩატარდა მის ოფისშიც, ამოღებულია ტელეფონი, რომელსაც მარკერით ჰქონდა მიწერილი პაროლი, რომელსაც ტელეფონის გახსნა შეუძლია. ცოტა ხნის წინ განყოფილებაში გაუჩინარებულის დები მივიდნენ.

რამაზ გერლიანის და ნანა გერლიანი, მისი ძმის გაუჩინარებაში ყოფილ რძალს ადანაშაულებს. როგორც ნანა გელიანი ამბობს, ყოფილი რძალი ცდილობს გამოძიება სხვა კუთხით წაიყვანოს. 

"პირდაპირ ხელს ვადებ იას ამ დანაშაულში, იმიტომ, რომ ის რაღაცას მალავს, ის ცრუობს და ცრუ ჩვენებით აპირებს სხვა მიმართულებით გამოძიების წაყვანას. ხელს აფარებს რაღაცას, შეკრულია ამ პიროვნებასთან, რომელიც ჩემ ძმას აყენებდა შეურაცხყოფას, შეიჭრა ჩემი ძმის სივრცეში, მისივე სახლში,"- აცხადებს ნანა გერლიანი.

მედიასთან კომენტარი გააკეთა გერლიანის მეორე დამ მარინა გერლიანმა. მისი თქმით, რამაზ გერლიანის გაუჩინარებაში პოლიციელს და ყოფილ რძალს ადანაშაულებენ. 

"პოლიციელი არის ამ საქმეში თავი და ბოლო და ჩემი ყოფილი რძალი. ამის გულისთვის ამ პოლიციას რა ძალაუფლება აქვს არ ვიცი, ხალხის დაცვის მაგივრად თვითონ აფარებენ თავიანთ ტყავს ხელს,“- აცხადებს მარინა გერლიანი.

დღის ამბები