20 ნოემბერი 2024,   11:14
ვრცლად
შტორმი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, მოსალოდნელია შტორმი, ძლიერი თოვა და ქარბუქი. ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4-დან -6-მდე  გრადუსამდე ვარდნა. 

"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება. 23-26 დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს,"- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები