20 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
გაუჩინარებული რამაზ გერლიანის მეგობრების ინფორმაციით, ექსპერტს ტელეფონში მასსა და სამართალდამცველს შორის შეხვედრის ჩანაწერი ჰქონდა შენახული

ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორის, გაუჩინარებული რამაზ გერლიანის მეგობრების ინფორმაციით, გერლიანს მობილურ ტელეფონში მასსა და სამართალდამცველ გიორგი გოგნიაშვილს შორის, მისსავე საცხოვრებელ სახლში გამართული შეხვედრის ჩანაწერი ჰქონდა.

როგორც გერლიანის მეგობარმა ნოდარ სირბილაძემ განაცხადა, მამ ტელეფონი ჩართული დატოვა, რაც აფიქრებინებს, რომ ამით გერლიანს სურდა ტელეფონში არსებული ინფორმაცია ახლობლებს ენახათ.  

"ტელეფონი იყო ჩართული, უბრალოდ იყო დაყენებული Airplaine mode-ზე, რაც მე მაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი მან იმისთვის გააკეთა, რათა ჩვენ გვენახა იმ ტელეფონში არსებული ინფორმაცია. ის ადამიანი, რომლის „სქრინიც“ მან გამოაქვეყნა, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელის, სწორედ მასთან დაკავშირებით რამაზი ამბობდა, რომ პირველივე შეხვედრა, რომელიც განხორციელდა რამაზის ბინაში, იმ შეხვედრის აუდიო ჩანაწერიც აქვს, როგორ მიმართავდა და როგორი საუბარი ჰქონდათ მას,"- განაცხადა ნოდარ სირბილაძემ.

დღის ამბები