20 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
"გამოვრიცხავთ, რომ ეს იყოს თვითმკვლელობა, რადგან სხვადასხვა ადგილებზე გვიტოვებს მინიშნებებს" - გაუჩინარებული რამაზ გერლიანის და

რამაზ გერლიანის უფლებადამცველის განცხადებით, ძალაინ ბევრი საეჭვო გარემოება არსებობს, რაც გერლიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას ტოვებს. გაუჩინარებულის და კი, თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. 

რამაზ გერლიანის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ითხოვს, გამოძიება პროკურატურამ გადაიბაროს. ​

"დაუყოვნებლივ მოხდეს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გადაგზავნა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ვინაიდან ეს განყოფილება ამ საქმეს ვერ გამოიძიებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რამაზ გერლიანი არ გახლდათ ერთი რიგითი ეკონომისტი, ის, რომ მას გაუჩნდა ეჭვები მისი თვალთვალის შესახებ და ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია, ეს არ არის შემთხვევითი. სახლში მივიდა და დახვდა პოლიციელი და იყო უამრავი ეჭვის შემქმნელი გარემოება, სწორედ ამიტომ უნდა ენება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, დაებარებინა, გამოეკითხა და დაეწყო გამოძიება,"- აცხადებს მაგდა კოტრიკაძე.

რამაზ გერლიანის და ლანა გერლიანი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.  

"გამოვრიცხავთ იმას, რომ ეს თვითმკვლელობა იყოს. იმიტომ, რომ სხვადასხვა ადგილებზე გვიტოვებს მინიშნებებს. ვფიქრობ, რომ ჩიხში შეყავთ გამოძიება. არ ვამბობ, რომ გამოძიება არ მუშაობს, მუშაობს, მაგრამ არასწორი ვერსიებით. მიყვნენ ამ კამერებს და ის მაინც მითხრან რა მიმართულებით მიდიოდა ჩემი ძმა, ეს ინფორმაციაც არ მაქვს,"- ამბობს ლანა გერლიანი. 

დღის ამბები