საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდზე, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მივიდა.
სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილმა ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. მას დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ჯემალ ჭკუასელი სამების საკათედრო ტაძარში გუშინ გადაასვენეს. ის დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალეს.
ცნობილი ლოტბარი, ანსამბლ "ერისიონის“ ხელმძღვანელი 18 დეკემბერს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.