ერთი თვის განმავლობაში "ომიკრონის" 90 ქვეყანაში გავრცელდა. ახალი შტამი "დელტა" ვარიანტთან შედარებით 70%-ით მეტად მრავლდება ზედა სასუნთქ გზებში და ვირუსის გავრცელების რისკი უფრო მეტია.
"ომიკრონთან" მიმართებაში ინფექცია კონტაქტიდან 5 დღის პერიოდში ვლინდება. როგორც "დელტა" შტამს ყელის, თავისა და სახსრების ტკივილი ახასიათებს. შტამის დადგენა ახალი PSR ტესტით არის შესაძლებელი, რომელიც "ომიკრონს" ავლენს.
მთავარი ეპიდემიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაა - ეს დღეს სპეციალისტების მთავარი მოწოდებაა. "ომიკრონი", დელტა შტამი, სეზონური გრიპი და "ტვინდემიის" საფრთხე - ეს ყველაფერი ჯანდაცვის სისტემისთვის დიდ, სირთულეს ქმნის. ახლა ექიმები განსაკუთრებულ მობილიზაციაზე საუბრობენ.
ჯანდაცვის ექსპერტები თავდაცვის გაძლიერებაზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ვირუსის შემაკავებელი ეფექტური მექანიზიმები სწრაფად და მოკლე პერიოდში უნდა იყოს გამოყენებული. საზოგადოებას კი მოუწოდებენ დაიცვან საკუთარი თავი და ვაქცინაციის პროცესში გააქტიურდნენ.
დაასრულებს, თუ არა პანდემიას "ომიკრონი," იქნება თუ არა ის COVID- 19 -ის ბოლო მუტაცია - სამედიცინო საზოგადოება ამ საკითხზე მსჯელობს. მანამდე მთავარი მოწოდებები ახალ შტამთან მიმართებაში "ბუსტერ" დოზების გააქტიურებაა.
ჩინური პრეპარატით ვაქცინირებულებს მე-3 დოზის გაკეთება სრული აცრიდან 3 თვის შემდეგ შეუძლიათ. ფაიზერით და ასტარაზენეკათი აცრილებს 5 თვიდან. კორონაგადატანილებს კი გამოჯამრთელებიდან ოცდამეათე დღიდან.