16 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც ოპოზიცია მასობრივი შიმშილობის დაწყებას გეგმავს, კარვები გაშალეს

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის ეზოში კარვები გაშალეს - აქ ოპოზიციური პარტიის წევრები პროტესტის ნიშნად დღეიდან მასობრივი შიმშილობას დაწყებას გეგმავენ. ამ დროისთვის ტერიტორიაზე უკვე 5 კარავია გაშლილი.

მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

ამ წუთებში ენმ-ს ცენტრალურ ოფისში პარტიის წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან. კონკრეტულად ვინ შეუერთდება პროტესტის ამ ფორმას, ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი თანაპარტიელებისგან შიმშილობის დაწყებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიას და მის მხარდამჭერ რამდენიმე ორგანიზაციას, დაფინანსება შეუწყდებოდა. 

 

 

დღის ამბები