თბილისი მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეებს კიდევ რამდენიმე კატეგორია ემატება.
შეღავათიანი ტარიფით ანუ მხოლოდ 20 თეთრად იმგზავრებენ თბილისში რეგისტრირებული უსინათლოების თანმხლები და გამცილებელი პირები, მოსწავლეები, უბნის ინსპექტორები, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერინარები და სხვ.
„რაც შეეხება შეღავათიანი მგზავრობის ტარიფებს, აქაც მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ:
20 თეთრის გადახდის საშუალებით მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები, საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, პენსიონრები, თბილისის საკუთრებაში არსებული პოლიკლინიკების უბნის ექიმები, პედიატრები, ოჯახის ექიმები და ა.შ."-ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისი მერის თქმითვე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით ასევე ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.