20 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
"ომიკრონის" 22 ახალი შემთხვევა - ამირან გამყრელიძემ ის ქვეყნები დაასახელა, საიდანაც ინფიცირებული მოქალაქეები შემოვიდნენ

ომიკრონის კიდევ 22 შემთხვევა დადასტურდა, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ გაავრცელა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ის ქვეყნებიც დაასახელა, საიდანაც "ომიკრონის" შტამით ინფიცირებული მოქალაქეები შემოვიდნენ:

"ამ 22 შემთხვევიდან ზოგიერთი არის წინა 2 შემთხვევის კონტაქტი, მაგრამ ამავე დროს არის დამოუკიდებელიც და თითქმის ყველა არის შემოტანილი. 9 შემთხვევა შემოსულია დუბაიდან. ერთი თვითმფრინავით, ესენი არიან ადამიანები, ვინც ძირითადად "ფორმულა 1"- ზე გახლდნენ, ასევე 1 შემთხვევა შემოსულია ბუდაპეშტიდან, 1 ლონდონიდან და 2 შემთხვევა გახლავთ თურქეთის გავლით აფრიკის ქვეყნებიდან და ასევე 1 შემთხვევა არის აშშ-დან.

ყველა ეს შემთხვევა არის ამბოლატორიული, არცერთს არ დასჭირვებია სტაციონარი, ერთგან იყო მხოლოდ მაღალი ცხელება, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არცერთს არ დასჭირდა და არიან სახლში დაკვირვების ქვეშ. ამათი 53 კონტაქტი იკვლევა ეპიდემიოლოგების მიერ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები