20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
უამინდობა ქობულეთში - ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

უამინდობის გამო პრობლემები შეექმნათ ქობულეთში მცხოვრებლებს.

ძლიერმა ქარმა 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, ასევე დაზიანდა ეზოში მდგომი მსუბუქი ავტომობილი.

მოსახლეობის ნაწილს დილიდან არ მიეწოდება ელექტროენერგია. პრობლემურ უბნებზე ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. მიმდინარეობს ზარალის დადგენისა და ლიკვიდაციის სამუშაოები.

დღის ამბები