პრობაციონერები ვალდებულებების შესრულებასა და სერვისების მიღებას საქართველოში შექმნილი ინოვაციური მოწყობილობით შეძლებენ. დღეიდან ეს ყველაფერი პირობით მსჯავრდებულებისთვის ელექტრონულად იქნება უზრუნველყოფილი. ევროპაში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა საპილოტე რეჟიმში ჩაირთო.
"PROB-BOX"-ი საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ წარუდგინა. ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში საქართველოს 6 დიდ ქალაქში - თბილისში, თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში განაწილდა.
"ეს არის ის დღე, როდესაც ჩვენი დანაპირები შევასრულეთ. საზოგადოებას გავაცანით სრულიად ახალი ინოვაციური საქართველოში დამზადებული პროდუქტი სახელწოდებით "პრო-ბოქსი". იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი პროდუქტი მალე მთელი ქვეყნისთვის გახდება ხელმისაწვდომი,"- აცხადებს რატი ბრეგაძე.