ლაპლანდიაში თოვლის ბაბუას სოფელი ტურისტებისთვის უკვე ღიაა. შარშანდელი კოვიდ შეზღუდვების შემდეგ წელს, სანტა კლაუსი და ელფები ტურისტებს პირადად მასპინძლობენ. სანტა ბავშვებისთვის საჩუქრების დასარიგებლად ემზადება.
ყოველწლიურად სანტას სოფელს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ თოვლის ბაბუასთან შეხვედრა, შეგიძლიათ სანტას წერილი გაუგზავნოთ. მის წაკითხვაში კი ყველა ბავშვისთვის საყვარელ მოხუცს ელფები დაეხმარებიან.