20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
ბელარუსში "რადიო თავისუფლების" ადგილობრივი სამსახური ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, "რადიო თავისუფლების" ადგილობრივი სამსახური ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

"დადგინდა, რომ მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც რადიო თავისუფლების საინტერნეტო რესურსებთან არის დაკავშირებული, ექსტრემისტული ჯგუფია" - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ ბელარუსის იმ მოქალაქეებს, რომლებიც რადიო თავისუფლების ონლაინ პლატფორმის გამომწერები გახდებიან, შესაძლოა ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქროთ.

ბელარუსის ხელისუფლებამ "ექსტრემისტულის" სტატუსი ტელეგრამის ასობით არხს, ბლოგებსა და ჩეტ-რუმებს მას შემდეგ მიანიჭა, რაც ქვეყანაში არჩევნების შედეგებმა მასობრივი საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

დღის ამბები