20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით, თურქეთმა, ჩიკაგოში დაფუძნებული ფონდისა და 770 პირის აქტივები გაყინა

ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით, თურქეთმა, ჩიკაგოში დაფუძნებული ფონდისა და დამატებით 770 პირის აქტივები გაყინა.

"ნაგარას ფონდის" აქტივების დაყადაღების მიზეზი ორგანიზაციის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მუსლიმ-მქადაგებელ ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირია, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში სდებს ბრალს.

ოფიციალური ინფორმაციით, 400-ზე მეტი პირის ქონება სწორედ გიულენთან კავშირის გამო დაყადაღდა, 200-ზე მეტ პირს კი აქტივები "ქურთისტანის მუშათა პარტიასა" და "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფებებთან კავშირების გამო გაუყინეს.

დღის ამბები