20 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
COVID-19 სავარაუდოდ აზიანებს სპერმას და ართულებს დაორსულებას - ახალი კვლევის შედეგები

ახალი კვლევების მიხედვით, COVID-19-მა შესაძლოა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში, მამაკაცის სპერმაზე უარყოფითად იმოქმედოს. 

შესაბამისი კვლევა ბელგიელ პაციენტებში ჩატარდა, რომლებსაც სიმპტომატური კოროვირუსული ინფექციები ჰქონდათ.

COVID-19-ის ანტისხეულების უფრო მაღალი კონცენტრაცია პაციენტების სისხლის შრატში მტკიცედ იყო დაკავშირებული სპერმის ფუნქციის დაქვეითებასთან, განაცხადა ერთ-ერთმა მეცნიერმა, რაც მიუთითებს სპერმის დროებითი დისფუნქციის იმუნოლოგიურ და არა ცხელებით გამოწვეულ მიზეზობრიობაზე.

თუმცა ასაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ მეცნიერები ჯერ კიდევ მუშაობენ საკითხზე, შეეძლო თუ არა COVID-19-ს გრძელვადიანი გავლენა მოეხდინა სპერმის ხარისხზე და ნაყოფიერებაზე.

გამოჯანმრთელებიდან ერთი თვის განმავლობაში აღებული 35 მამაკაცის სპერმის ნიმუშებმა აჩვენა, რომ მათი სპერმის გადაადგილების უნარის 60%-ით და სპერმის რაოდენობა 37%-ით არის შემცირებული.

აღნიშნული კვლევები, რამდენიმე დღის წინ  ჟურნალში Fertility and Sterility გამოქვეყნდა. ნიმუშები ბელგიაში 120 კაცისგან იყო აღებული, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია. ნიმუში მათ ორგნიზმში COVID-19 სიმპტომების გაქრობიდან დაახლოებით 52 დღის შემდეგ აიღეს.

ასევე, მეცნიერების განცხადებით, მათ იპოვეს "ძლიერი მტკიცებულება", რომ COVID-19 არ შეიძლება სქესობრივი გზით გადაეცეს სპერმის საშუალებით მას შემდეგ, რაც ადამიანი გამოჯანმრთელდა ავადმყოფობისგან.

ზოგიერთი ვირუსი, როგორიცაა გრიპი, უკვე ცნობილია, რომ აზიანებს სპერმას. გრიპის შემთხვევაში, ცხელების შედეგად გამოწვეული სხეულის მაღალი ტემპერატურაა დამნაშავე, მაგრამ COVID-19-ის შემთხვევაში, მკვლევარებმა ვერ აღმოაჩინეს კავშირი სიცხის არსებობასა და სპერმის ხარისხს შორის. ამიტომ მათ მიაჩნიათ, რომ მიზეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს ვირუსზე სხეულის იმუნურ რეაქციასთან.

დღის ამბები