ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურა გზირიშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც ადვოკატი და ბრალდებული დაეთანხმნენ. სიტყვით ისარგებლა თავად გზირიშვილმაც. დაკავებულს 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ცნობისთვის, ორი დღის წინ, ვარკეთილში ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით, ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. ის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულს 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება