პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც ღონისძიება გაიმართება, დუშეთია.
ამ წუთებში ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 2 საათიდან ადგილობრივი მოსახლეობის განწყობაზე სხვადასხვა ანსამბლი და დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლები იზრუნებენ.
პატარებს კი თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. ასევე, ადგილზე მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.