საყმაწვილო ლიტერატურული პრემია "ამირანის" დასკვნითი საღამო გაიმართა. კონკურსში მონაწილეობდნენ მეათე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით.
გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ, საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, საუკეთესო პოეტური ნაწარმოები და საუკეთესო თარგმანი.
კონკურსის მიზანია, შემოქმედებითი ნიჭის მქონე ახალგაზრდების გამოვლენა. პოეტის და მთარგმნელის, პაკო ამირან სვიმონიშვილის სახელობის საყმაწვილო ლიტერატურული პრემია "ამირანი" 2014 წელს დაარსდა და უკვე მესამედ გაიმართა.