20 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
"ბასიანზე" ღონისძიება ამ დრომდე გრძელდება - რა ულტიმატუმს უყენებს საკლუბო სექტორი ხელისუფლებას

საკლუბო სექტორის ულტიმატუმი ხელისუფლებას - კლუბის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ელოდებიან დაუყოვნებლივ გეგმას, თუ როდის შეძლებენ მუშაობის დაწყების უფლების მიღებას. 

ღამის კლუბები, რომლებმაც წინა პარასკევს ღონისძიებები ჩაატარეს, დაილუქა. ლუქი ადევს ყველა კლუბს, გარდა "ბასიანისა", იქ კლუბის დამფუძნებლებმა და შეკრებილმა ახალგაზრდებმა შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს ტერიტორიის დალუქვის შესაძლებლობა არ მისცეს.

დაჯარიმების მიუხედავად, კლუბ "ბასიანზე" დაგეგმილი ღონისძიება ჩვეულებისამებრ ჩატარდა და ის ამ დრომდე გრძელდება. რეგულაციების დარღვევისთვის, შრომის ინსპექციამ კლუბი "ბასიანი" 10 000 ლარით დააჯარიმა. ადგილზე ინსპექციის თანამშრომლების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. 

დღის ამბები