20 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
"ევას პავაროტში" - საიდან მოდის ფრაზა, რომელსაც დღესაც ხშირად ხმარობენ და ვინ იყო ევა, რომელსაც თბილისში ყველა იცნობდა

საიდან მოდის ფრაზა "ევას პავაროტში", რომელსაც საფუძვლად ნამდვილი ისტორია უდევს. მთავარი გმირი ებრაელი ვაჭარი ევაა, რომელიც გასულ საუკუნეში ცხოვრობდა. მისი საცხოვრებელი სახლი სოლოლაკში, ახლანდელ იეთიმ გურჯის ქუჩაზე მდებარეობდა. ის იტალიური ეზოს ერთ პატარაში ბინაში, ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. 

ევა, ძირითადად, ტანსაცმლით ვაჭრობდა, შესაბამისად, იმ პერიოდში მასთან სავაჭროდ უამრავი ადამიანი დადიოდა და თბილისში მის შესახებ თითქმის ყველამ იცოდა.

სახლი ქუჩის მოსახვევში მდებარეობდა, როცა მცხოვრებლები ერთმანეთს გასძახებდნენ, სად მიდიხართო, "ევასთანპავაროტშიო" - პასუხობდნენ. სწორედ ასე გაჩნდა ფრაზა, რომელმაც შემდეგ არა მხოლოდ ქალაქი, არამედ, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა მოიცვა. 

დღის ამბები