ხანძარი იყო ბათუმში -ცეცხლი კობალაძის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მე-10 სართულზე გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტრო ლეიბი გახდა.
ცეცხლის გაჩენის მომენტში ბინაში 17 წლის მოზარდი 2 მცირეწლოვან და ძმასთან ერთად იმყოფებოდა.ხანძრის შედეგად 17 წლის მოზარდმა ტერფის მსუბუქი დამწვრობა მიიღო. მას ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა, ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.