NASA-მ კოსმოსში ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი გაუშვა. ჯეიმს ვების ტელესკოპი, საფრანგეთის კოსმოსური პორტიდან გაემგზავრა. 10 მილიარდის ღირებულების ტელესკოპი ისტორიულ მისიას შეასრულებს და იმ სივრცეს დააკვირდება, რაც აქამდე არავის უნახავს. ტელესკოპის დაპროექტებას და შექმნას 30 წელზე მეტი დასჭირდა.
მასზე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მუშაობდნენ. ტელესკოპის გაშვება სპეციალურად შობას დაამთხვიეს. ასტრონომთა თქმით, ტელესკოპი სამყაროს წარმოშობის შესახებ კვლევების სფეროში რევოლუციას მოახდენს.