თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი დარჩება. ზონალურ-საათობრივი პარკირების ფასი 1 ლარია, წლიური 50 ლარი ღირს, ამ მიმართულებით კი ცვლილებები არ იგეგმება.
რაც შეეხება ორგანიზაციებს და ბიზნესსექტორს, მათ ზონალურ-საათობრივი პარკირების რამდენიმე პაკეტს სთავაზობენ.
ირაკლი ხმალაძის თქმით, მათ შორის არის 800-ლარიანი პაკეტი, რომლის შემთხვევაშიც მთელი წელი უფასოდ ისარგებლებენ პარკირებით.
"ყველა არსებული პირობა, ოფცია და ფასები, რომელიც დღეს და დღემდე მოქმედებდა, ისევეა შენარჩუნებული, უბრალოდ დამატებითი ოფციის სახით, შემოტანილია წლიური, ექვსთვიანი, ერთთვიანი და ერთდღიანი აბონემენტები, რომელთა შეძენა შეუძლიათ ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორს, სურვილის შემთხვევაში."- ამბობს ირაკლი ხმალაძე.