20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები, პანდემიის მართვა და რეფორმები  - ეკატერინე ტიკარაძე უწყების ანგარიშს წარადგენს

როგორ გაუმკლავდა ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე უწყების საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს საზოგადოებას.

ეს ბოლო ანგარიშია, რომელსაც ტიკარაძე საზოგადოებას უწყების ხელმძღვანელის რანგში გააცნობს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, მისი უწყების ხელმძღანელობის ძირითადი პერიოდი პანდემიას დაემთხვა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტროს რთულ გამოწვევებთან მოუხდა გამკლავება.

"ჩამოყალიბდა დამატებით 7 სიპი ბიუჯეტის გაზრდის გარეშე. მოხდა გარკვეული მენეჯერული პოზიციების შემცირება, რის შედეგადაც არსებული ბიუჯეტის ფარგლებში ჩვენ გავზარდეთ თანამშრომლების ანაზღაურება.

სოციალური დაცვის კუთხით ჩვენ გვაქვს სამი გამოწვევა, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება. ეს გახლავთ - სიღარიბის აღმოფხვრა, ნულოვანი შიმშილი, ღირსეული სამუშაო, ეკონომიკური ზრდა და ამ მიმართულებითაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით ფრაგმენტულები. მნიშვნელოვანი იყო მიგვეღო სისტემური გადაწყვეტილებები.

​იმდენად მოკლე იყო სამინისტროს პერიოდი პანდემიამდე მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე, თითქმის მთელი ეს პერიოდი პანდემიის ფონზე მომდინარეობდა, სწორედ აქ ვპასუხობდით რთულ გამოწვევებს," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები