როგორ აფასებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ეკატერინე ტიკარაძის საქმიანობას. ექიმების შეფასებით, ტიკარაძეს საკმაოდ რთულ პერიოდში მოუხდა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელობა. მათი შეფასებით, სირთულეების მიუხედავად, ტიკარაძე გამოწვევებს გაუმკლავდა
"ეს იყო ძალიან რთული 2 წელი, იმიტომ, რომ პანდემიაა და მთელ მსოფლიოს, შეიძლება ითქვას ჰქონდა სირთულეები და კრიზისი. ჩვენ, ექიმებს გვესმის ყველაზე კარგად თუ როგორი რთული სამედიცინო სისტემა გვაქვს, შესაბამისად, ბუნებრივია ეს იყო ყველასთვის რთული და ქალბატონ მინისტრისთვისაც მართვის პერიოდი. მაგრამ მე შემიძლია პერსონალურად ვთქვა, რომ ეს იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო კოლეგების მოსმენა, პატივისცემა და მათი აზრის გაზიარება, რაც იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი," - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.
პედიატრ თეიმურაზ მიქელაძის შეფასებით კი, ეკატერინე ტიკარაძის საქმიანობა იყო წარმატებული და მის გუნდთან მუშაობა კომფორტული.
ცნობისთვის, ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე უწყების საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს საზოგადოებას.