20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
მეღვინეობის დარგის პოპულარიზაცია - კოლეჯი "იბერია" გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ახალ პროექტს ახორციელებს

მრავალპროფილური პროფესიული კოლეჯი "იბერია" გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ახალ პროექტს ახორციელებს.

ინიციატივის მიზანი მეღვინეობის დარგის პოპულარიზაციაა. ვორქშოპი თემაზე "ღვინის გზა", ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩაში, "ბაიას მარანში" გაიმართა, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული ექსპორტიორი კომპანიაა ქართული ღვინის წარმოების სფეროში.

მომავალი წლიდან "იბერია" საკუთარ ბაზაზე მეღვინეობის მიმართულებით ახალი პროფესიების დამატებას გეგმავს, რაც იმერეთის რეგიონში თვითდასაქმებული მეღვინეებისთვის წარმატების გარანტი გახდება.

დღის ამბები