20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
ქვეყანაში "ომიკრონის" 51 შემთხვევაა დადასტურებული, კვლევაშია კიდევ რამდენიმე ათეული შემთხვევა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში "ომიკრონის" 51 შემთხვევაა დადასტურებული.

"დღევანდელი მონაცემებით, "ომიკრონის" 51 შემთხვევაა ქვეყანაში ლაბორატორიულად დაფიქსირებული, როგორც სექვენირებით, ისე სპეციფიური PCR ტესტებით. ასევე კვლევაშია კიდევ რამდენიმე ათეული შემთხვევა. 18 წლამდე 5 ბავშვი გახლავთ, აქედან ერთი არის სტაციონარში, მაგრამ მას ძირითადი, სხვა დაავადება აქვს, ამის გამოა სტაციონარში და არა "ომიკრონით" ინფიცირების გამო," - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორშაბათიდან ყოველკვირეულ ანგარიშს გამოაქვეყნებს იმის შესახებ, თუ რა წილი აქვს "ომიკრონს" ქვეყანაში სხვადასხვა შტამების ცირკულაციაში.

"მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ თუ ჩვენ სხვადასხვა ქვეყანას დავაკვირდებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, საიდანაც "ომიკრონი" დაიწყო, ჯერჯერობით, მას მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს. ვადასტურებთ, რომ ზრდა გვექნება," - აღნიშნა გამყრელიძემ.

დღის ამბები